Monday, May 23, 2011

იყოდა არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?იყო 14ბატის ჭუკი

ჭუკებს გზა აებნათ და ასე დაიწყო მათი თავგადასავალი.12მაისი იყო, დილის 10 საათი.იმისთვის რომ ერთმანეთი არ დაეკარგათ ერთმანეთს სახელები დააწერეს და გაუდგნენ გზას.ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს მიადგნენ ერთ ლამაზ ადგილს.ამწვანებული ნუნება, იყო მოჩუხჩუხე ნაკადული(ნაკადულისა რა მოგახსნოთ ლამის წაგვიღო) ნელნელა მიდიოდნენ და ტკბებოდნენ ბუნების თვალიერებით.უცებ დაინახეს,რომ გზა ორად იყოფოდა,აი აქ კი შეეშინდათ ჭუკებს და საგონებელში ჩაცვივდნენ, რა უნდა ექნათ?ამ დროს გამოჩნდა კეთილი ჯადოქარი,

რომელიმაც უთხრა ჭუკებს თუ თქვენ ჩემ დავალებებს შეასრულებს აუცილებლად მიგიყვანთ დანიშნულების ადგილადმეო.სხვა რა გზა ჰქონდათ ჭუკებიც დათანხმდნენ.პავლე ჯადოქარმა ჭუკებს დაავალა დამდგარიყვნენ დაბადენბის დღეების მიხედვით,როდესაც ეს დავალება შეასრულეს მოვიდა მეორე დავალების ჯერიც.უნდა დაყოფილიყვნენ ორ-ორად და შეეგროვებინათ ყველაზე ბევრი განსხვავებული ფოთოლი.ამ დავალებამაც წარმატებით ჩაიარა გამოვლინდა ერთი გამარჯვებული გუნდი, რომელმაც აღიარება და პატივისცემ მიიღო საჩუქრად.მესამე დავალება მოითხოვდა გაეგოთ უცნაური და განსხვავებული ამბები მათი მეწყვილეების შესახებ.ასე თუ ისე ყველა მათგანმა შეძლო ამ დავალების შესრულება.მთელი ამ დროის განმავლობაში ჭუკები არ ჩერდებოდნენ და უწევდათ უამრევი სირთულის გადალახვა.ყველაზე ძნელი მდინარეზე გადასვლა იყო.ყველაზე მეტად ერთ ფუმფუმა ჭუკს უჭირდა გადასვლა,მაგრამ მას არ ტოვებნდედნ მეგობრები და ხელით გადაყავდათ აი ასე->
ამ დროის განმავლობაში ჭუკები ძალიან დაიღალნენ და მოშივდათ.თითქოს გზას ბოლო არ უჩანდა, უცებ აიხედეს და გამოჩნდა ულამაზესი ადგილი.როგორც იქნა მიაღწიეს დანიშნულების ადგილს.ეს სწორედ ის ადგილი იყო(ვიტყუები მარა ვითომ ეგრე იყო.აბა იმასდ ხო არ ვიტყვი დავიღალეთ და ბოლომდე ვეღარ ავაღწიეთმეთქი).გაეხარდათ ყველას გაიშალა ისეთი სუფრა ჩიტის რძე არ ეკლდა(ესეც ვითომ).დანაყრდნენ თუ არა პავლე ჯადოქარმა საინტერესო თამაშები შესთავაზა მათ.ბევრი იყო საინტერესო, მაგრამ ერთი მაინც განსაკუთრებული იყო: მაღალი ძაბვის თოკი ისე უნდა გადაელახათ რომ არ შებრაწულიყვნენ და თან ”კონტაქტი” არ დაეკარგათ.თქვენ წარმოიდგინეთ გმირმა ჭუკებმა ესეც შეძლეს.მეტი რაღა გავაგრძელო ყველაფერმა კარგად ჩაიარა(ნუ კარგად რა , რომ არა ანა ჭუკის გამბედაობა შეიძლება იქაც დავრჩენილიყავით)ჭირი იქა ლხინი აქა,ქატო იქა ფქვილი აქაააა.

პ.ს. იმათთვის ,ვინც ვერ გაიგო ამ ზღაპარში რა მოხდა ვაკონკრეტებ,რომ ეს ჭუკები ჯადოქრიანად ჩვენ ვიყავით ICT-ს ჯგუფი :)

5 comments:

  1. თათია გაიხარე :)
    დიდი მადლობა, ასე იუმორით რომ წარმოადგინე ანგარიში :)

    ReplyDelete
  2. ამხელა ქალს ჭუკი მიწოდეეეეეეეეს :):):):) თიკოც რომ ჭუკებში გავიდა :D:D:D:D

    ReplyDelete
  3. vaimee pumpuma chukiii :D:D:D ra sa yvareli xar tatia :D:D:D da jadoqari pavle ragac mogapiqra :))))

    ReplyDelete